რა არის FABLAB

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab ATSU-მ, რომელიც აღჭურვილია სუპერთანამედროვე დანადგარებით: 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელით, ჩარხით, ვაკუუმის აპარატით და სხვა ტექნიკით.

ფაბლაბის მიზანია იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს.

ლაბორატორიის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარებას. FABLAB-ი საშუალებას მისცემს მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს იმუშავონ სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკასთან თუ ტექნოლოგიებთან და მოახდინონ საკუთრი იდეების რეალიზება.

ფაბლაბზე წვდომა ექნებათ როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს, მეცნიერ-თანამშრომლებს, ასევე მოსწავლეებს, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და სამრეწველო პარტნიორებს.

ლაბორატორიის კარი ღიაა ნებისმიერ ნიჭიერი და ინოვაციური იდეების მქონე პიროვნებისათვის.

კვირაში 2 დღის განმავლობაში ლაბორატორიაში პროექტებზე მუშაობა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას.

აღჭურვილობა

img img

ფაბლაბი თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა. მასში თავმოყრილია უახლესი დაზგა-დანადგარები: 3D პრინტერები, 3D სკანერები, ლაზერული მჭრელები, პროგრამირებადი ჩარხები და სხვა მსგავსი დანადგარები. დაზგა-დანადგარებთან ერთად ლაბორატორიაში განთავსებულია მიკროელექტრონიკის სხვადასხვა ხელსაწყოები, ელექტრონული მოდულები, ელექტრონული გამზომი ხელსაწყოები და სხვა მსგავსი ხელსაწყოები. ლაბორატორიაში აგრეთვე განთავსებულია სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკა დანადგარების კომპიუტერული მართვისა და კომპიუტერული მოდელირებისათვის.


სერვისები

  • ლაზერით მომსახურება

    ლაზერით მომსახურება ორგ მინის ჭრა და გრავირება, ფანერის ჭრა და გრავირება, პლასტმასის გრავირება და ჭრა. ხის გრავირება და ჭრა, ლითონების მარკირება

  • 3D სკანირება, 3D პრინტერით ბეჭდვა

    სხვადასხვა სირთულის ობიექტების ამოჭრა როგორც ქაღალდზე, ისე პლასტიკურ ფირზე მაისურებზე, კეპზე და ჭიქაზე გადაყვანა

  • 3D ობიექტების დამზადება

    ვაკუუმ პრესით, სხვადასხვა ფორმების ყალიბების დამზადება.

პროექტის წარდგენა

გაქვთ საინტერესო იდეა და გსურთ განახორციელოთ ის ფაბლაბ ათსუს დახმარებით ? გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტი!

კერძო და იურიდიული პირები უნივერსიტეტის შიდა პროექტი

ნამუშევრები

გაეცანით და შეაფასეთ FABLAB ATSU-ს ნამუშევრები

პერსონალი

თქვენ შეგიძლიათ FABLAB-ში საქმიანობა აწარმოოთ როოგრც ინდივიდულურად ასევე გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალ პერსონალთან

Clients

წერილი წარმატებით გაიგზავნა

შეავსეთ სავალდებულო ველები